Wednesday, October 26, 2016

თორნიკე ოქრიაშვილი

                   საქართველოს ნაკერბის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი.თორნიკე ოქრიაშვილი (დ. 26 თებერვალი1992) — ქართველი ფეხბურთელი, ბელგიური „გენკისა“ დასაქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი. 2016 წლის იანვრიდან იჯარის წესით ირიცხება„ესქიშეჰირსფორის“ რიგებში.
    ოქრიაშვილმა კარიერა დაიწყო რუსთავის „ოლიმპის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2008-2009 წლების სეზონში 1 მატჩი ჩაატარა კლუბ „გაგრაში“. შემდეგ სეზონში კლუბის შემადგებლობაში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი. „გაგრამ“ იმ სეზონში ბოლო, მე-10 ადგილი დაიკავა საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ჩამოქვეითდა პირველ ლიგაში.
   2010 წლის ივნისში სინჯებზე იმყოფებოდა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“. მასთან კონტრაქტის გაფორმებით იყვნენ ასევე დაინტერესებულები ბელგიური „ანდერლეხტი“ და ზოგიერთი ნიდერლანდურითურქული დაგერმანული კლუბი.
   2010 წლის ბოლოს ოქრიაშვილი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა „დონეცკის შახტარმა“, მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის პირობით[1]. კლუბმა მის იჯარაში გადაიხადა 1 მილიონი ევრო.
   2011 წლის იანვარში ის იჯარით აიყვანა მარიუპოლის „ილიჩევეცმა“, რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო„შახტარის“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი ვალერი იარომჩენკო.[2]
  უკრაინის პრემიერ ლიგაში ოქრიაშვილის დებიუტი შედგა 2011 წლის 4 მარტს „ზაპოროჟიეს მეტალურგთან“ 0-4 წაგებულ მატჩში[3].
  2014 წლის 28 ივლისს კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ „გენკთან“. 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა ესქიშეჰირის საფეხბურთო კლუბ „ესქიშეჰირსფორს“.[4]
      








                       სანაკრებო კარიერა 
   2009 წელს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში ირლანდიელ თანატოლებთან ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც მან სრულად მიიღო მატჩში მონაწილეობა.
   2010 წლის 17 ნოემბერს ოქრიაშვილის დებიუტი შედგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სლოვენიასთანსტუმრად 2-1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში.[5] იმ მატჩში ოქრიაშვილი მოედანზე შევიდა 62-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილის ნაცვლად.
  2012 წლის 7 სექტემბერს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საშინაო მატჩში ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსის ნაკრებთან ოქრიაშვილმა გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი.

               ასევე შემოგთავაზებთ თოკოს მიერ ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის მცირე მიმოხილვას.

მსოფლიოს 7 საოცრება

      ბაბილონის დაკიდებული ბაღები.


ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა.
დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.
ხეოფსის პირამიდა.
ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომ შემოუარო ამ პირამიდას.

ეფესოს ტაძარი.
არტემიდას ტაძარი (ბერძნ. Artemisionლათ. Artemisium), ასევე ეფესოს ტაძარიდიანას ტაძარი — მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში; აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში.
ვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.

Tuesday, October 25, 2016

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოლიმპიადაზე სამი მედლის მოპოვებას აპირებს და ოქროს იმედიც აქვს.
თბილისი. 8 აგვისტო— Sputnik. როი-დე-ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ბოლო ჯგუფი გაემგზავრა. მასში ძირითადად თავისუფალი სტილით ჭიდაობის წარმომადგენლები შედიან. საქართველოს ნაკრები პროგრამის ამ სახეობაში ყველა წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-57 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (-65 კგ), იაკობ მაკარაშვილი (-74 კგ), სანდრო ამინაშვილი (-86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) და გენო პეტრიაშვილი(-125 კგ). © SPUTNIK/ ЮРИЙ СОМОВ საქართველო იმედოვნებს, რომ ოლიმპიური მედლების რეკორდულ რაოდენობას მიიღებს მიუნხენში გადაჯდომის დროს Sputnik-ი სპორტსმენებს დაუკავშირდა და მომავალ ტურნირზე მათი განწყობის შესახებ ჰკითხა. „მოტივაცია არასდროს მაკლდა, მით უმეტეს, როდესაც ოლიმპიადაზეა საუბარი. თამაშებზე მოგება ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა. ლონდონში სულ ცოტა დამაკლდა, მაგრამ ამ წაგების შესახებ დიდი ხანია დავივიწყე და ახლა მხოლოდ რიოზე ვფიქრობ“, — განაცხადა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. მოჭიდავე თვლის, რომ ოლიმპიადაზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. „ნებისმიერი, ვისათანაც ჭიდაობ ოლიმპიადაზე — შენი კონკუკონკურენტია.
განსაკუთრებით მინდა რუსი ვლადიმერ ლებედევი გამოვყო. ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენი გზები მხოლოდ ერთხელ — 2010 წელს გადაიკვეთა. მაშინ წავაგე. თუ რიოში შევხვდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რევანში ავიღო“, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა. Sputnik-ის ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ>> ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი ეთანხმება თავის პარტნიორს და თვლის, რომ თამაშებზე ადვილი მეტოქე არ არსებობს — აქ შემთხვევით არავინ ხვდება.  „თითოეულ ორთაბრძოლაში თითოეული მოჭიდავე ბოლომდე დაიხარჯება. გამონაკლისი არც მე ვარ. მეტოქის სათანადოდ ვერშეფასებას კი ბევრი რამ შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა მოჭიდავემ. Sputnik-ის ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან შეგილძლიათ წაიკითხოთ აქ>> საქართველოს ნაკრების უფროს მწვრთნელს არჩილ ქიტიაშვილს კარგ შედეგად მიაჩნია „თავისუფალი“ მოჭიდავეების მიერ სამი მედლის მოპოვება. © REUTERS/ PAWEL KOPCZYNSKI ანალიტიკოსები: საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე შვიდ მედალს მოიპოვებს „თუ ერთ-ერთი ოქროსი აღმოჩნდება, მეტი რაღა ვინატრო“, – თქვა ქიტიაშვილმა. მამაკაცებს შორის თავისუფალი ჭიდაობის პირველი მედლები 57 და 74 კგ-მდე წონით კატეგორიებში 19 აგვისტოს გათამაშდება.

Read more: http://sputnik-georgia.com/georgia/20160808/232937617.html

ზაზა ფაჩულია და მისი გოლდენი

                                           დღის სპორტული სიახლეები !!

 ზაზა ფაჩულიას "გოლდენმა" საკუთარ კედლებში დათმო მატჩი სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ ანგარიშით 129-100 !! სტუმართა გუნდიდან გამოირჩა კავაი ლეონარდი 35 ქულით!!