ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა.
დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დედოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.
ხეოფსის პირამიდა.
ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლაა საჭირო, რომ შემოუარო ამ პირამიდას.
ეფესოს ტაძარი.


ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში.
ვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის - ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.
No comments:
Post a Comment